ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია. ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყნის მთავარ საგამოძიებო ორგანოშია გადაიყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ატამბაევი საკუთარი რეზიდენციიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს. ატამბაევთან ერთად რეზიდენციის ტერიტორიდან გაიყვანეს მისი რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი ფარიდ ნიაზოვი.

ალმაზბეკ ატამბაევის დასაკავებლად სპეცოპერაცია მის რეზიდენციასთან, სოფელ კოი-ტაშში გუშინ ღამით დაიწყო. თუმცა, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირების შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაშავდა 52 ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ალმაზბეკ ატამბაევის დამარცხების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ ექსპრეზიდენტისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რასაც ალმაზბეკ ატამბაევი პოლიტიკურ დევნად აფასებს.