ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი გაუუქმეს
ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი გაუუქმეს

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი გაუუქმეს. ალმაზბეკ ატამბაევს კორუფციაში სდებენ ბრალს.

ყოფილი პრეზიდენტისთვის იმუნიტეტის გაუქმების შესახებ გადაწყვტილება 27 ივნისს გამართულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს. გადაწყვეტილებას 120 დეპუტატიდან მხარი 103-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ყირგიზეთის გენერალური პროკურორი ოტკურბეკ ჯამშიტოვი. მისი თქმით, „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ატამბაევმა პრეზიდენტის პოსტზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინა“

მისივე თქმით, ატამბაევის კორუფციაში ჩართულობას ადასტურებენ მოწმეეები, რომელთა ნაწილი ყოფილი მაღალჩინოსანია.

ხელშეუხებლობის იმუნიტეტის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს დააპატიმრებენ.

თავად ატამბაევი პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდა. მისი თქმით, წაყენებული ბრალდება „აბსურდული და უსაფუძვლოა“და მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ვენდეტას მოქმედი პრეზიდენტი ახორციელებს.“

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2011 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იკავებდა.

დატოვე კომენტარი