ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს 11 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს 11 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს 11 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ატამბაევი ნასამართლევი კრიმინალის, ჩეჩენი აზიზ ბატუკაევის ციხიდან უკანონოდ გამოშვებაში ცნო დამნაშავედ.

ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2011 წლიდან 2017 წლამდე იკავებდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ატამბაევის მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ატამბაევსა და ყირგიზეთის მოქმედ პრეზიდენტს, სორონბაი ჟეენბეკოვს შორის დაპირისპირებას უკავშირებდნენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.

დატოვე კომენტარი