ყირგიზეთის სასამართლომ ალმაზბეკ ატამბაევის ანგარიშები და ქონება დააყადაღა
ყირგიზეთის სასამართლომ ალმაზბეკ ატამბაევის ანგარიშები და ქონება დააყადაღა

ყირგიზეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის ანგარიშები და ქონება დააყადაღა.

ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ატამბაევს ანგარიშები დაუყადაღდა რესპუბლიკაში არსებულ 25 კომერციულ ბანკში. ყადაღა ასევე შეეხო ყოფილი პრეზიდენტის, მისი მეუღლის და ოჯახის სხვა წევრების ქონებას, ფასიან ქაღალდებს, მიწის ნაკვეთებს, ავტომობილებს, საწარმოებს და კომპანიებს.

27 ივნისს, ყირგიზეთის პარლამენტმა ალმაზბეკ ატამბაევს ხელშეუხებლობა და ყოფილი პრეზიდენტის სტატუსი მოუხსნა. ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი სამჯერ არ მივიდა დაკითხვაზე. 7 აგვისტოს კი, ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა ატამბაევის დაკავების ოპერაცია დაიწყეს. ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა ძალოვან უწყებებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ორდღიანი ოპერაციის შედეგად, ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, 136 ადამიანი კი, დაშავდა. 8 აგვისტოს ატამბაევი პოლიციას ჩაბარდა.

ალმაზბეკ ატამბაევს რამდენიმე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ედება ბრალი.

დატოვე კომენტარი