ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი სადირ ჟაპაროვი გახდა
ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი სადირ ჟაპაროვი გახდა

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი სადირ ჟაპაროვი გახდა. ქვეყნის პარლამენტმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ჟაპაროვის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ორგანომ ასევე დაამტკიცა ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც.

როგორც სადირ ჟაპაროვმა განაცხადა, ის არ გეგმავს მთავრობის შემადგენლობისა და სტრუქტურის შეცვლას.

მთავრობის ახალი მეთაური მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ მთავრობის მუშაობაზე“, – განაცხადა ჟაპაროვმა, რომელიც მოქმედი პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას ასრულებდა.

ყირგიზეთში საპროტესტო გამოსვლები საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ 5 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა კი, თანამდებობა დატოვა.