ყირგიზეთის პარლამენტის შენობა დეზინფექციის მიზნით ორი დღით დაიხურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დეზინფექციის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის 25 წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
27 ივნისის მონაცემებით, ყირგიზეთში „კოვიდ-19“-ის 4 513 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 46 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსისგან 2 212 ადამიანი განიკურნა.