ყირგიზეთის პარლამენტის შენობა დეზინფექციის მიზნით ორი დღით დაიხურა
ყირგიზეთის პარლამენტის შენობა დეზინფექციის მიზნით ორი დღით დაიხურა

ყირგიზეთის პარლამენტის შენობა დეზინფექციის მიზნით ორი დღით დაიხურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დეზინფექციის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის 25 წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

27 ივნისის მონაცემებით, ყირგიზეთში „კოვიდ-19“-ის 4 513 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 46 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსისგან 2 212 ადამიანი განიკურნა.