ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ერთ-ერთი დაჭრილი გივი ცინცაძე დაიკითხა
ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ერთ-ერთი დაჭრილი გივი ცინცაძე დაიკითხა

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებაში ერთ-ერთი დაჭრილის, გივი ცინცაძის დაკითხვა დასრულდა. მისი ადვოკატის, მამუკა ლომიძის განცხადებით, მომხდარზე მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ცინცაძის კავშირს ძალადობრივ ქმედებასთან არ ადასტურებს.

„ერთადერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ დაბეჯითებით, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია ყიფშიძის ფაქტთან დაკავშირებით აბსოლუტურად სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემს ინტერესებში არ შედის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ჩემს ინტერესებში შედის გივი ცინცაძის ინტერესების დაცვა“, – განაცხადა მამუკა ლომიძემ.

ყიფშიძის ქუჩაზე ორი მამაკაცი 30 სექტემბერს დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

დატოვე კომენტარი