„ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი გულგრილობის მუხლით წარედგინათ

17:06, 19.01.2019

„ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი გულგრილობის მუხლით წარედგინათ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ბრალდებულების ადვოკატის, თამარ ჯაფარიძის განცხადებით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

მისი თქმით, გამოძიებას ისინი არ დაუკითხავს და ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის​ 220-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც გულგრილობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი