„ყაზტრანსგაზ თბილისს“ ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს
„ყაზტრანსგაზ თბილისს“ ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს

შპს „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალურ მმართველად გიგლა თამაზაშვილი დაინიშნა. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ცვლილება „თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში შევიდა.

თამაზაშვილი სპეციალური მმართველის თანამდებობას 2018 წლის პირველ აპრილამდე დაიკავებს.

ენერგეტიკის სექტორში თამაზაშვილი 2005 წლიდან საქმიანობს, ბოლო პერიოდში კი „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობა ეკავა.