2018 წელს სიცოცხლისთვის საშიში გაზის დანადგარების დამონტაჟების 70 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა
2018 წელს სიცოცხლისთვის საშიში გაზის დანადგარების დამონტაჟების 70 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აქვეყნებს 2018 წლის სტატისტიკას,  რამდენ მოქალაქეს აღმოუჩინეს სიცოცხლისთვის საშიში მოწყობილობები და გაზზე დაერთების ხარვეზები. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კუსტარულად დამზადებული, სიცოცხლისთვის საშიში ყველაზე მეტი გაზის დანადაგრი სამგორისა და ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონებში აღმოაჩინეს.

ყაზტარნსგაზ თბილისი“ მოქმედებს რა არსებული კანონმდებლობისა და მარეგულირებელი დოკუმენტების ფარგლებში, სისტემატურად ატარებს სარევიზიო სამუშაოებს მომხმარებელთა კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. შედეგები, რაც არაერთხელ გვითქვამს, სავალალოა. ძალიან ბევრ თბილისელს აქვს სახლში მკვლელი დანადგარი.

თვალსაჩინოებისთვის, მოვიყვანთ 2018 წელს ჩატარებული რევიზიების შედეგად გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკას, რამდენ მოქალაქეს აღმოვუჩინეთ სიცოცხლისთვის საშიში მოწყობილობები და გაზზე დაერთების ხარვეზები.

გლდანი-სანზონა-თემქა 10 341

დიღომი-დიდუბე 5 148

ვაკე-წყნეთი 499

ისანი-ვაზისუბანი 10 871

მთაწმინდა-კრწანისი 7 573

ნუცუბიძე 1 151

საბურთალო 3 627

სამგორი 14 657

ჩუღურეთი-ნაძალადევი 15 266

2018 წლის სტატისტიკა ჯამში: დარღვევის 69 133 შემთხვევა.

საკუთარ და სხვის უსაფრთხოებაზე ყველამ თანაბრად უნდა ვიზრუნოთ! თითოეულმა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ უფასო სერვისით და იცხოვროს უსაფრთხოდ!” – აღნიშნულია განცხადებაში.