„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქარის დროს აბონენტებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქარის დროს აბონენტებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ქარის დროს აბონენტებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კომპანიის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანია მოქალაქეებს ქარის დროს სპეციალურ ინსტრუქციებს სთავაზობს.

„ქარის დროს აუცილებელია ოთახების ხშირად განიავება, ვინაიდან ქარის ზემოქმედებით, შესაძლოა, გაზის ნამწვი, მხუთავი აირი CO ოთახში გაიფრქვეს.

ქარიან ამინდში გაზის დანადგარებიდან მომდინარე საფრთხეები მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, იმ მოქალაქეებს, ვინც ჯერ კიდევ ღია წვის კამერიან გამათბობლებს და წყლის გამაცხელებლებს იყენებს, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გამორთონ ისინი და დაუკავშირდნენ „ყაზტრანსგაზ–თბილისს“.

ჩვენი სპეციალისტები სრულიად უფასოდ დაგეხმარებიან მკვლელი დანადგარების დემონტაჟში.

„ყაზტრანსგაზ–თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ – შეცვალეთ მკვლელი დანადგარები თანამედროვე, უსაფრთხო, დახურული წვის კამერიანი მოწყობილობებით.

საჭიროების შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე 114. ზარი უფასოა“, – აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ განცხადებაში.