„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - 2018 წელს თბილისში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი ჩაიხსნა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - 2018 წელს თბილისში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი ჩაიხსნა

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, 2018 წელს კომპანიის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე კორპუსში მცხოვრები მეზობლებისთვის.

გთავაზობთ 2018 წელს თბილისში ჩაჭრილი, აკრძალული წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლების მაჩვენებელს რაიონების მიხედვით:

ჩუღურეთი ნაძალადევი 15.266; სამგორი 14.657; ისანი ვაზისუბანი 10.871; გლდანი-სანზონა-თემქა 10.341; დიღომი-დიდუბე 5.148; მთაწმინდა-კრწანისი 7.573; საბურთალო 3.627; ნუცუბიძე 1.151; ვაკე-წყნეთი 499“,- აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.