ყაზბეგში „დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

13:14, 12.11.2017

ყაზბეგის ოლქში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა. სანდრო ყამარაულმა ხმა სტეფანწმინდის ნომერ პირველ უბანზე მისცა.

29-ე ოლქში ამ დროისთვის ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საოლქო კომისიაში 2 საჩივარია შესული, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

12:00 საათის მონაცემებით, ხმა 922-მა ამომრჩეველმა მისცა დ აქტივობამ 17, 35 % შეადგინა.

თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.

მსგავსი