ყაზბეგში არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს

17:00, 13.12.2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ჰ.ვ.-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელები (203 ცალი ბოთლი) აღმოაჩინეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

მსგავსი