მოქალაქეების გადასაყვანად გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები კვლავ იმუშავებენ
მოქალაქეების გადასაყვანად გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები კვლავ იმუშავებენ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, უამინდობის გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოებჯერ ვერ იწყება.

მისივე თქმით, მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები კვლავ იმუშავებენ.

„ჯერჯერობით უამინდობა, კვლავ დიდთოვლობაა. შესაბამისად, ვერ იწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას, რომ შემდეგ სპეციალისტებმა გზის გაწმენდასთან დაკავშირებით მიიღონ გადაწყვეტილება.

მოგეხსენებათ, გუშინ გადავიდნენ მოქალაქეეები კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიროების საშუალებით და დატოვეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიდრე არ გაიხსნება გზები, დღესაც, ხვალაც ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს საბაგირო, მთავარია ქარბუქი არ იყოს“, – განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

ზაგაშვილის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების ნაწილმა გუშინ დატოვა მუნიციპალიტეტი, ნაწილი კი გზებზე რჩება.

„მოთხოვნის შესაბამისად, მზად ვართ, ანალოგიურად, როგორც წინა დღეებში მივიღეთ გარკვეული ღონისძიებები დახმარების სახით, ასევე გავაგრძელებთ და დავუდგებით გვერდში ყველას, ვინც გზაზეა დარჩენილი. ჯერჯერობით გზებზე ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება, ველოდებით მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.