ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება დროებით შეფერხდება

22:14, 20.02.2023

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთასთან არსებულ გზაჯვარედინზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეფერხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად.

სამუშაოები 21 თებერვლიდან პირველი აპრილის ჩათვლით იწარმოებს.

მსგავსი