ყაზახური მედია - მალე ვაისი „ასტანას“ ჩაიბარებს
ყაზახური მედია - მალე ვაისი „ასტანას“ ჩაიბარებს
დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ასტანას“ მთავარი მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი თანამდებობას ტოვებს და მას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შეცვლის – ინფორმაციას KazFootball.kz ავრცელებს.
 
ყაზახური გამოცემა ამტკიცებს, რომ გრიგორჩუკი წასვლას ყაზახეთში შექმნილი პრობლემების გამო აპირებს, სლოვაკი სპეციალისტი კი საქართველოს ნაკრებიდან მიდის:
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „ასტანა“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „კაირატის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ვაისთან, რომელიც ახლა საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობს. შესაძლოა, მან პოსტი დატოვოს და ყაზახეთში უახლოეს მომავალში ან ზამთარში ჩამოვიდეს. უკრაინულ მედიაში უკვე იყო ინფორმაცია, რომ რომან გრიგორჩუკს სამშობლოში დაბრუნება ყაზახეთში არსებული მენტალური სირთულის გამო სურს. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინელმა „ასტანა“ ეროვნული ნაკრების მატჩებით გამოწვეული შესვენების შემდეგ დატოვოს“.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 სქტემბერს, 17:30 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები სამხრეთ კორეას სტამბოლში დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.