ყაზახური კლუბის მცველი - საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე თავი ბევრს შეაყვარა #1TVSPORT
„კაირატის“ ბელარუსმა მცველმა, ალექსანდრე მარტინოვიჩმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შთაბეჭდილებებზე გამოცემა Sports.kz-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტად გააოცა.
36 წლის მარტინოვიჩი ბელორუსის ნაკრების ცენტრალური მცველია, რომელსაც 9 წელია, კაპიტნობს. 2024 წლიდან ყაზახურ კლუბში გადავიდა და ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას თანაგუნდელია.
„ევროპის ჩემპიონატის დონე ყოველთვის მაღალი იყო. ერთადერთი სიახლე ისაა, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ნაკრებების დონე გაცილებით გათანაბრდა. ის გუნდები, რომლებიც რეიტინგში წამყვან როლებში არ არიან, ლიდერებს ძალიან მიუახლოვდნენ.
ადრე ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ იტალიის ნაკრები შვეიცარიასთან უგოლოდ დამარცხდებოდა, სლოვაკები კი ბრიტანელებს ბრძოლას ბოლომდე აიძულებდნენ.
რომელმა გუნდმა გამაოცა ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტად? საქართველოს ნაკრებმა. საიდუმლო არ არის, რომ ქართველებმა თამაშით და ორგანიზებულობით ბევრი გააოცეს. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა თავი ბევრი გულშემატკივარს შეაყვარა“, – ამბობს „კაირატის“ მცველი.