ყაზახური კლუბის ლეგიონერი საქართველოში ვერ ბრუნდება
ყაზახური კლუბის ლეგიონერი საქართველოში ვერ ბრუნდება

ლევან კუტალია, რომლის გუნდი პავლოდარის „ირტიშიც” დღეს დაშლილად გამოაცხადეს, ახალ კლუბში გადასვლამდე, ურთიერთობას ამჟამინდელ გუნდთან გაარკვევს.

„ირტიშს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და ამის გამო, ყაზახეთის პრემიერლიგაში გამოსვლას ვეღარ გააგრძელებს. ჩემპიონატიდან გამოსვლის შესახებ პავლოდარელებმა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციას და პროფესიულ ლიგას უკვე ოფიციალურად მიმართეს და გათამაშებიდან მოხსნა მოითხოვეს.

30 წლის ქართველი თავდამსხმელი მომხდარით გაოცებულია, მაგრამ ჯერ არ იცის, კარიერას სად გააგრძელებს. როგორც შევიტყვეთ, კუტალიას კლუბთან ბევრი რამ გასარკვევი აქვს – მათ შორის, ფინანსური საკითხი, განთავისუფლების ფურცელი ასაღები აქვს და მხოლოდ ამის შემდგე გამოცახდებს, სად ითამაშებს.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, კუტალიას რამდენიმე გუნდში გადასვლის ვარიანტები გააჩნია, სხვათა შორის, მას ზამთარში „ირტიშთან” ერთად, უნგრული „მეზოკოვეშდიც” იწვევდა, სადაც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, მან კი ყაზახეთში თამაში ამჯობინა.

30 წლის თავდამსხმელი ყაზახეთში, პავლოდარმა „ირტიშში” თბილისის „დინამოდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა. ლევან კუტალია თბილისურ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და „ეროვნული ლიგის“ საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.

ახლა პავლოდარელთა უცხოელი ფეხბურთელები რთულ ვითარებაში არიან, მათ შორის, ლევან კუტალიაც – ქართველი თავადმსხმელი პავლოდარშია და საქართველში გამომგზავრებას ვერ ახერხებს, რადგან ყაზახეთის საზღვრები ჩაკეტილია და პირველი ივნისიდან გაიხსნება.