ლევან კუტალია - „ალაშკერტთან“ კონტრაქტი ჩემი სურვილით გავწყვიტე #1TVSPORT
ლევან კუტალია - „ალაშკერტთან“ კონტრაქტი ჩემი სურვილით გავწყვიტე #1TVSPORT

ლევან კუტალიამ სომხეთის ჩემპიონატის კლუბი „ალაშკერტი“ დატოვა, – ინფორმაცია ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.

„დაახლოებით სამი კვირის წინ „ალაშკერტის“ ხელმძღვანელობას თავად ვუთხარი, რომ კლუბის დატოვება მსურდა. ამის გამო ბოლო სამ ტურში არ მათამაშებდნენ. საბოლოოდ, ხელშეკრულების გაწყვეტაზე შევთანხმდით და თავისუფალი აგენტი გავხდი“, – განაცხადა ლევან კუტალიამ.

ლევან კუტალიამ სომხურ კლუბთან კონტრაქტი 7 ივლისს გააფორმა. 34 წლის ქართველი თავდამსხმელი ჩვენი მეზობელი ქვეყნის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთ ლიდერში ისრაელის „სეკცია ნეს-ციონადან“ გადავიდა.

კუტალიამ სომხეთის ჩემპიონატში თამაში ძალიან მაღალ დონეზე დაიწყო და საწყის ხუთ ტურში რვა გოლით ბომბარდირთა დავაშიც გალიდერდა, მაგრამ შემდეგ „ალაშკერტის“ მწვრთნელმა მას სათამაშო დრო აღარ მისცა.

ამჟამად ლევან კუტალია სომხეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 12 გოლით მაინც მესამე ადგილზეა. სად გააგრძელებს გამოცდილი თავდამსხმელი კარიერას, ჯერ უცნობია.