ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის ექვსი კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი იბრძვის. როგორც მედია აღნიშნავს, ის უპირობო გამარჯვებულია და ვადამდელი არჩევნებით მოქმედ პრეზიდენტს ძალაუფლების გამყარება სურს.

თოყაევმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ სექტემბერში განაცხადა და აღნიშნა, რომ აუცილებლობად მიიჩნევს მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების კომპლექსურ გადატვირთვას ახალი სტრატეგიის თანახმად, რომელიც კონსტიტუციაში წელს განხორციელებულ ცვლილებებშია ასახული.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს არჩევნებში განმეორებით მონაწილეობის მიღების უფლება აღარ ექნება, თუმცა შვიდ წლამდე გაიზარდა უფლებამოსილების ვადა.