ყაზახეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი მოზარდი და დაშავდა სამი ადამიანი
ყაზახეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი მოზარდი და დაშავდა სამი ადამიანი

ყაზახეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი მოზარდი და დაშავდა სამი ადამიანი.

მატარებლის შემადგენლობაში არსებული 20 ვაგონიდან ლიანდაგებს ექვსი ვაგონი ასცდა და გადაბრუნდა. მგზავრთა ნაწილმა სატრანსპორტო საშუალების დატოვება მაშველების მისვლამდე დამოუკიდებლად შეძლო.

სარკინიგზო ავარიის მიზეზი უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ასტანადან ალმათში მიემგზავრებოდა.