ყაზახეთში, სამხედრო ნაწილის საწყობებში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ყაზახეთში, სამხედრო ნაწილის საწყობებში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ყაზახეთში, ჟამბილის პროვინციაში არსებული სამხედრო ნაწილის საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

„ჟამბილის რეგიონში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი თორმეტ ადამიანს აღწევს. განახლებული მონაცემებით, აფეთქების ადგილზე ნაპოვნია კიდევ სამი პირის ცხედარი, რომლებიც აფეთქების შემდგომ, ხანძრის ჩაქრობის პროცესში დაიღუპნენ. მათი ვინაობა დადგენილია“, – ნათქვამია ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შემდეგ ხანძრის ლიკვიდაციას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.