ყაზახეთში პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ინაუგურაცია გაიმართა
ყაზახეთში პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ინაუგურაცია გაიმართა

ყაზახეთის დედაქალაქში, დამოუკიდებლობის სასახლეში კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პრეზიდენტის ფიცი დადო და ქვეყნის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას საპატიო ადგილას ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ესწრებოდა, ასევე ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, პარლამენტის დეპუტატები, საკონსტიტუციო საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში 8 ივნისს ჩატარდა. ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მარტში გადადგომის შესახებ განაცხადა, სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი კი თავის შემცვლელად დაასახელა.

ნაზარბაევმა შეინარჩუნა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელისა და საკონსტიტუციო საბჭოს წევრის თანამდებობები.