ყაზახეთში ოპოზიციონერი აქტივისტი პოლიციის იზოლატორში გარდაიცვალა
ყაზახეთში ოპოზიციონერი აქტივისტი პოლიციის იზოლატორში გარდაიცვალა

ყაზახეთში ოპოზიციონერი აქტივისტი პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ყაზახეთის პოლიციის ინფორმაცით, 40 წლის ოპოზიციონერი აქტივისტი დულათ აგადილი გულის შეტევით გარდაიცვალა. აქტივისტის გარდაცვალების ამბის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი ქვეყნის შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ყაზახეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გახდა. აქციის მონაწილეები ხელისუფების გადადგომას ითხოვენ.