ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა #1TVSPORT
ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა #1TVSPORT

ქართველი ბიზნესმენი (რომელიც ყაზახეთში საქმიანობს), Kaspi.kz-ის აქციონერი მიხეილ ლომთაძე ინგლისის პროფესიული საფეხბურთო კლუბის, „უიკომ უონდორერსის“ საკონტროლო აქციების მფლობელი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„პასუხისმგებლობას ვიღებ კლუბზე მისი გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გვუსრს ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენება. ჩვენ მზად ვართ, ხელახლა გავხსნათ მაღალი დონის აკადემია, რომელიც იქნება ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა გავზარდოთ კლუბი, რომელიც მუდმივად უმაღლეს დონეზე ითამაშებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ფანებთან შეხვედრას, რადგან კლუბი ერთად უნდა გავაძლიეროთ“, – წერია ინგლისური გუნდის გულშემატკივრებისადმი ლომთაძის მიმართვაში.

ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადასული საფეხბურთო კლუბი 1887 წელს დაარსდა. „უიკომბ უონდერერსი“ თამაშობს ლიგა 1-ში, ინგლისის საფეხბურთო ლიგის მესამე დივიზიონში. კლუბის გამოსყიდვის თანხა არ დასახელებულა.

2020 წლის თებერვლიდან „უიკომბი“ ეკუთვნის ამერიკელ ბიზნესმენ რობ კუგის, რომელიც დარჩება პრეზიდენტად გარდამავალ პერიოდში. ხოლო დენ რაისი, რომელიც პრემიერლიგის სხვადასხვა გუნდში მუშაობდა, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური „ფინტექს კომპანიის“ აქციების 22,6%-ს. 2024 წლის დასაწყისში ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა სიაში 581-ე ადგილზე იყო 4,5 მილიარდი ფუნტის ქონებით.