ყაზახეთში ჩოგაძემ და ქავთარაძემ გაიტანეს - ორი ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ყაზახეთში ჩოგაძემ და ქავთარაძემ გაიტანეს - ორი ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

ყაზახეთის პრემიერლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ყარაღანდისშახტიორმა“ (ანტონ თოლორდავა, თემურ ჩოგაძე) „ყიზილ ჟარს“ (ლუკა იმნაძე, თამაზ მაქაცარია) უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ჩოგაძემ და თოლორდავამ შეუცვლელად ითამაშეს, ისევე როგორც იმნაძემ, მაქაცარია კი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. თამაშის ბედი ჩოგაძემ გადაწყვიტა, რომელმაც „ყიზილ ჟარს“ 62-ე წუთზე გაუტანა და გუნდს სამი ქულა მოუტანა. ყაზახურმა გამოცემა sports.kz-მ ანტონ თოლორდავა ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

კასპიი“ შინ „ატირაუს“ შეხვდა და ქულა მოიპოვა – 1:1. გიორგი ფანცულაია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 89 წუთი ითამაშა, ჯაბა ჯიღაური განაცხადში არ ყოფილა. „აქტობეში“ ლუკა გადრანმა​ შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა „აკსუ“ 2:1 დაამარცხა.

წარმატებული გამოდგა ტური „ჟეტისუსთვის“, რომელმაც „ოკჟეტპესს“ 1:0 მოუგო. „ჟეტისუში“ მათე ცინცაძემ და რატი არდაზიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს .

ყაზახეთის პირველ დივიზიონში „ჟენისმა“ სტუმრად „ასტანა 2“ დაამარცხა (3:2). „ჟენისის“ ძირითად შემადგენლობაში თორნიკე ძებნიაურმა და შოთა შეყილაძე (73-ე წუთზე შეცვალეს) ითამაშეს.

ბექა ქავთარაძემ პირველი გოლი გაიტანა და „იელიმაის“ სტუმრად „თურანის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1. ქავთარაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.