ყაზახეთში ჩასვლამდე ჩინეთის მოქალაქეებს სამედიცინო ცნობას მოსთხოვენ
ყაზახეთში ჩასვლამდე ჩინეთის მოქალაქეებს სამედიცინო ცნობას მოსთხოვენ

ყაზახეთში ჩასვლამდე ჩინეთის მოქალაქეებს სამედიცინო ცნობას მოსთხოვენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება ყაზახეთის მთავრობამ, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების გამო მიიღო.

ამასთან ერთად, ახალი წესებით, ჩინეთის მოქალაქეები ელექტრონულ ვიზას ვეღარ მიიღებენ.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შახრათ ნურიშევმა განაცხადა, ყაზახეთი თხოვნით მიმართავს ჩინეთის მთავრობას, რომ უხანში მყოფმა ყაზახეთის 98-მა მოქალაქემ ქალაქის დატოვება შეძლოს.

ამჟამად ყაზახეთის აეროპორტებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მონიტორინგი გაძლიერებულია. აეროპორტში ჩინეთიდან ჩასულ მოქალაქეებს სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.

პარალელურად, ჩინეთის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ურჩია ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.