ყაზახეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ყაზახეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყაზახეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ალმატი იყო.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკშიც.

ამ დროისთვის ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.