ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მეორე შავი ყუთიც ნაპოვნია
ყაზახეთში ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის მეორე შავი ყუთიც ნაპოვნია.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩანაწერის გაშიფვრა უფრო მეტ კითხვას გასცემს პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის დაზიანება.
ავიალაინერი, რომელიც ბაქოდან გროზნოში ასრულებდა რეისს, ავარიული დაშვების დროს აქთაუს აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი 67 პირიდან 38. წინასწარი ცნობებით, თვითმფრინავს სავარაუდოდ რუსული რაკეტა მოხვდა, რომელიც უკრაინული დრონების გასანეიტრალებლად იყო გამიზნული.