ყაზახეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სამთავრობო შენობებსა და უსაფრთხოების ძალებზე თავდამსხმელთა შორის საზღვარგარეთ გაწვრთნილი ისლამისტი რადიკალები იყვნენ
ყაზახეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სამთავრობო შენობებსა და უსაფრთხოების ძალებზე თავდამსხმელთა შორის საზღვარგარეთ გაწვრთნილი ისლამისტი რადიკალები იყვნენ

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე დაწყებული მასობრივი არეულობების დროს სამთავრობო შენობებსა და უსაფრთხოების ძალებზე თავდამსხმელთა შორის საზღვარგარეთ გაწვრთნილი ისლამისტი რადიკალები იყვნენ.

„როგორც ალმათისა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ყაზახეთი საზღვარგარეთ გაწვრთნილი, კარგად კოორდინირებული ტერორისტული ჯგუფების მხრიდან შეიარაღებული აგრესიის წინაშე იყო“, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელებს შორის არიან პირები, რომლებსაც აქვთ სამხედრო საბრძოლო გამოცდილება რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების რიგებში.

 

დატოვე კომენტარი