ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლევან დიასამიძემ რუმინეთის ელჩთან, მადალინა ლუპუსთან შეხვედრა გამართა

13:00, 23.09.2025

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან დიასამიძემ დღეს შეხვედრა გამართა ყაზახეთში რუმინეთის ელჩთან, მადალინა ლუპუსთან.

ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონების აქტუალური საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მსგავსი