ყაზახეთის ქალაქ ალმათიში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
ყაზახეთის ქალაქ ალმათიში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, აკბულაკის მიკრორაიონში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთ-ერთი სახლიდან გამოსახლების აღსრულების პროცესში, ამ სახლის ბინადარმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე მისულ აღსრულების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებს.

შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. მომხდარის შემდეგ, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დამნაშავის განეიტრალება და დაკავება შეძლეს.