ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც ონლაინ სივრცესა და მედიაში ლგბტ პროპაგანდას კრძალავს
ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც ონლაინ სივრცესა და მედიაში ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.
„როიტერის“ ინფორმაციით, კანონის დარმღვევი პირები დაჯარიმდებიან, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი 10 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოცემის ცნობით, ახლა კანონი დასამტკიცებლად ყაზახეთის სენატს გადაეგზავნება, ხოლო შემდეგ მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა უნდა მოაწეროს.
თოყაევმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერხელ განაცხადა, რომ ქვეყანამ ტრადიციული ღირებულებები უნდა დაიცვას და პროპაგანდას წინააღმდეგობა გაუწიოს.