ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი საქართველოში გასტროლებს გამართავს
ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი საქართველოში გასტროლებს გამართავს

აბაის“ სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი 7, 8 და 9 სექტემბერს საქართველოში  გასტროლებს გამართავს. წარმოდგენები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

7 სექტემბერს, წარმოდგენილი იქნება ახმეტ ჟუბანოვისა და ლატიფა ხამიდის ოპერა „აბაი“. წარმოდგენას დიდი წარმატება ხვდა წილად პარიზში, შანზელიზეს თეატრის სცენაზე და გერმანიაში, მაინინგენის სახელმწიფო ოპერის თეატრში.

8 სექტემბერს, გაიმართება ასაფიების ბალეტი „ბახჩისარაის შადრევანი“. ამ ბალეტის პრემიერა 1934 წელს პეტერბურგში, მარიას სახელობის ოპერის თეატრში შედგა და დღემდე უდიდესი წარმატებით იდგმება მსოფლიოს მრავალ თეატრში.

9 სექტემბერს, ჩატარდება გალა კონცერტი „აბაის“ სახელობის ყაზახეთის ოპერის თეატრის სოლისტების, გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით. კონცერტზე შესრულდება ყაზახი, ქართველი და დასავლეთევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.