ყაზახეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი - „ორდაბასს“ ყაზახურ გუნდებს შორის ყველაზე იოლი მეტოქე შეხვდა, მაგრამ „ტორპედომ“ ძალიან ბევრი მომენტი შექმნა #1TVSPORT
ყაზახეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი - „ორდაბასს“ ყაზახურ გუნდებს შორის ყველაზე იოლი მეტოქე შეხვდა, მაგრამ „ტორპედომ“ ძალიან ბევრი მომენტი შექმნა #1TVSPORT

გამოცემა Sports.kz-მ ევროტურნირებზე ყაზახური გუნდების გამოსვლაზე კომენტარი ეროვნული ნაკრების ყოფილ მოთამაშეს, ევგენი ავერჩენკოს ჩამოართვა, რომელმაც კონფერენს ლიგაზე შიმკენტის „ორდაბასის“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ 3:4 დამარცხებაზეც ისაუბრა.

„ქუთაისში ნამდვილი თრილერი იყო, სადაც შვიდი გოლი ვიხილეთ. ჩემი აზრით, „ორდაბასს“ ყაზახურ გუნდს შორის ყველაზე იოლი მეტოქე შეხვდა. მარცხის მიუხედავად, ამ დაპირისპირებაში ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.

წაგების მთავარი მიზეზი შიმკენტის გუნდის დაცვაში თამაში იყო. „ტორპედომ“ ძალიან ბევრი მომენტი შექმნა. „ორდაბასს“ საპასუხო მატჩში ცვლილებები სჭირდება. გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა სტანდარტული მდგომარეობების დროს და ინდივიდუალურ თამაშშიც. ასეთ შეცდომებს არავინ პატიობს“, – განაცხადა ყაზახეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.