ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქთაუს აეროპორტთან ავიაკატასტროფის დროს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი გადარჩა, თუმცა მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქთაუს აეროპორტთან ავიაკატასტროფის დროს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი გადარჩა, თუმცა მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრის, აკმარალ ალნაზაროვას განცხადებით, აქთაუს აეროპორტთან ავიაკატასტროფის დროს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი გადარჩა.

ალნაზაროვას თქმით, დაშავებულები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.

ყაზახური მედიის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.

ცნობისთვის, ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მზგავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.