ყაზახეთის ერთ-ერთ კაფეში აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

11:35, 27.02.2026

ყაზახეთის ქალაქ შჩუჩინსკის ერთ-ერთ კაფეში აფეთქება მოხდა.

უცხოური მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული, 19 პირი კი – დაშავებული.

დაშავებულთა შორის ერთი 16 წლის მოზარდია, 13 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის რეზერვუარიდან გაჟონვამ განაპირობა.

მსგავსი