ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტი განაახლა
ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტი განაახლა

ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ, „ყაზმუნაიგაზმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტი განაახლა.

13 სექტემბერს აქტაუს პორტიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე 8.8 ათასი ტონა ნავთობი გადაიტვირთა, შემდეგი გადატვირთვა კი 20 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ამ მარშრუტზე მიწოდება მიმდინარე წლის აგვისტოში შეჩერდა. ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით 2025 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში 0.9 მილიონი ტონა შეადგინა.

2022 წელს „ყაზმუნაიგაზმა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 2024 წელს კომპანიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნავთობის ტრანზიტის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ.