ყაზახეთის ჟამბილის პროვინციაში, სამხედრო ობიექტზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაშავდა
ყაზახეთის ჟამბილის პროვინციაში, სამხედრო ობიექტზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაშავდა

ყაზახეთის სამხრეთ ჟამბილის პროვინციაში, სამხედრო ობიექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამხედრო ობიექტის სიახლოვეს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.

ყაზახეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის რუსლან შპეკბაიევის განცხადებით, აფეთქება განხორციელდა სამხედრო ობიექტზე, რომელზეც საინჟინრო დანიშნულების ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო განთავსებული.