ყაზახეთის დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრების, ბაზრობებისა და პარკების გახსნა კიდევ ერთი კვირით გადაიდო
ყაზახეთის დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრების, ბაზრობებისა და პარკების გახსნა კიდევ ერთი კვირით გადაიდო

ყაზახეთის დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრების, ბაზრობებისა და პარკების გახსნა კიდევ ერთი კვირით გადაიდო.

ამის მიზეზი, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის მატება გახდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის დედაქალაქში, ნურ-სულთანში, ასევე უდიდეს ქალაქ ალმათში შაბათ-კვირას კვლავ ძალაში იქნება მოწოდება „დარჩი სახლში“.

გავრცელებული ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე ქალაქში საავადმყოფოები გადავსებულია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 33 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 147 ადამიანი.

ყაზახეთში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი მაისში გაუქმდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ზომები კვლავ გამკაცრდა.