ყაზახეთიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს რვა მოქალაქე, მათ შორის არიან ანსამბლ „ილორის“ წევრები
ყაზახეთიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს რვა მოქალაქე, მათ შორის არიან ანსამბლ „ილორის“ წევრები

14 იანვარს ყაზახეთიდან, ქალაქ ალმატიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდა რეისი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს რვა მოქალაქე, მათ შორის ანსამბლ „ილორის“ წევრები, სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„აღსანიშნავია, რომ ყახაზეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ისევე როგორც საქართველოს საპატიო საკონსულო და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. საელჩოს დახმარებით, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით.

ამ დროისათვის, ყაზახეთიდან საქართველოში დაბრუნდა 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.

ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნა ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.