ყაზახეთიდან ქუთაისის აეროპორტში დღეს 87 მგზავრი ჩამოფრინდა, მათ შორის 60-მდე საქართველოს მოქალაქეა
ყაზახეთიდან ქუთაისის აეროპორტში დღეს 87 მგზავრი ჩამოფრინდა, მათ შორის 60-მდე საქართველოს მოქალაქეა

ყაზახეთის რესპუბლიკიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ორი რეისი განხორციელდა.

აქტაუსა და ატირაუს აეროპორტებიდან საერთო ჯამში 87 მგზავრი ჩამოფრინდა. მათ შორის 60-მდე ადამიანი საქართველოს მოქალაქეა.

ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდანაც განახლდა ფრენები. აღნიშნულ რეისებზე ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შესრულდა პირველი გეგმური ფრენა ნურსულთანის მიმართულებით, რომელსაც აქ დარჩენილი 15 მგზავრი გაჰყვა.

ხვალ ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით რეისები დაგეგმილი არ არის.