ყაზახეთი მზადაა, დაამყაროს კონტაქტები „თალიბანის“ მიერ წარდგენილ ახალ ხელისუფლებასთან
ყაზახეთი მზადაა, დაამყაროს კონტაქტები „თალიბანის“ მიერ წარდგენილ ახალ ხელისუფლებასთან

ყაზახეთი მზადაა, დაამყაროს კონტაქტები „თალიბანის“ მიერ წარდგენილ ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. აღნიშნულის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა.

„ყაზახეთის მიიჩნევს, რომ ავღანეთი უნდა გახდეს სტაბილური, სუვერენული და ერთიანი სახელმწიფო, რომელიც მშვიდობიანად იცხოვრებს მეზობლებთან ერთად. მზად ვართ, დავამყაროთ კონსტრუქციული, საქმიანი კონტაქტები ახალ ხელისუფლებასთან, უპირველესად იმ მწვავე ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად, რომელსაც ეს ქვეყანა განიცდის“, – აღნიშნა ტოკაევმა.

ყაზახი ლიდერის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დატოვოს ავღანეთი მარტო ამ გარდამტეხ მომენტში.

„ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ეკონომიკური და მდგრადი განვითარების იდეა ავღანეთთან დაკავშირებულ ყველა სამომავლო ქმედებასა და გეგმაში. იმედი გვაქვს „თალიბანი“ დაამტკიცებს, რომ ისინი არიან ზომიერები და ღია მოლაპარაკებებისთვის, ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად“, – დაამატა ყაზახეთის პრეზიდენტმა.