ყაზახეთი „კოვიდ -19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, უახლოეს დღეებში შეზღუდვებს ისევ დააწესებს
ყაზახეთი „კოვიდ -19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, უახლოეს დღეებში შეზღუდვებს ისევ დააწესებს

ყაზახეთი „კოვიდ -19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, უახლოეს დღეებში შეზღუდვებს ისევ დააწესებს. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა გასცა.

კასიმ ჟომარტ ტოკაევმა მთავრობას დაავალა, რომ ორი დღის განმავლობაში გამკაცრებული ზომების პაკეტი მოამზადონ, რომელიც მიახლოებული იქნება ქვეყანაში მარტსა და მაისში მოქმედ კარანტინის ზომებთან.

ზომების გამკაცრების მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა. ასევე პრეზიდენტმა განკარგულება გასცა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა 50 პროცენტით გაიზარდოს.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 21 327 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 183 ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტრო საერთო მონაცემებში არ თვლის უსიმპტომო პაციენტებს, ქვეყანაში 16 639 უსიმპტომო შემთხვევაა გამოვლენილი.