ყაზახეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამის ზომებს იღებს
ყაზახეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამის ზომებს იღებს

ყაზახეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამის ზომებს იღებს. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო ქვეყნის პრეზიდენტ, კასიმ-ჯომარტ ტოკაევის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. დროებით დაიხურება სკოლები. უნივერსიტეტებში სტუდენტები კი სწავლას დისტანციურად განაგრძობენ.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 13 მარტიდან აიკრძალება ნებისმიერი მასობრივი ღონისძიება. მათ შორის, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე კონფერენციები, სემინარები და გამოფენები. ამასთან ერთად დროებით დაიხურა ის კინოთეატრები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში არის განთავსებული.

ოფიციალური მონაცემებით, ყაზახეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ ყაზახეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად აღნიშნულ ზომებს მიმართა.

დატოვე კომენტარი