ყაზაიშვილმა ჩინეთში ჰეთთრიქი შეასრულა - ვაკო საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა ჩინეთის ჩემპიონატში და „შანდონგ ტაიშანს“ „მეიჟოუ ჰაკას“ დამარცხებაში (3:0) ჰეთთრიქით დაეხმარა.
გამოცდილმა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ჩინეთის სუპერლიგის მე-18 ტურის შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ანგარიში კი 56-ე წუთზე გახსნა; 82-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ აიღო; ხოლო ორ წუთში მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ჰეთთრიქი შეასრულა.
შედეგად, ვაკო ყაზაიშვილმა 10-ბალიან სისტემაში თითქმის იდეალური, 9,4 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მიმდინარე სეზონში „შანდონგ ტაიშანის“ ქართველმა ლიდერმა ჰეთთრიქი მეორედ შეასრულა, სულ კი 18 შეხვედრაში ყაზაიშვილის ანგარიშზე 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. იგი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, ხოლო „შანდონგ ტაიშანი“ სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.