ყატარში აშშ-ის და რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მეექვსე რაუნდი დასრულდა
ყატარში აშშ-ის და რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მეექვსე რაუნდი დასრულდა

ყატარში აშშ-ის და რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მეექვსე რაუნდი დასრულდა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, „თალიბანის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება.

ავღანური რადიკალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მხარეებს შორის დისკუსია შეთანხმების კანონპროექტზე მიმდინარეობს, თუ რა გრაფიკით შეიძლება დატოვონ უცხოელმა ჯარისკაცებმა ავღანეთის ტერიტორია. ამერიკის შეერთებული შტატები „თალიბანისგან“ გარანტიებს ითხოვს, რომ სამხედრო ჯგუფები ავღანეთის ტერიტორიას თავდასხმების მოსაწყობად არ გამოიყენებენ.