ყატარი 2022 | თხუთმეტი ფინალისტი ცნობილია - მდგომარეობა შესარჩევში კონფედერაციების მიხედვით #1TVSPORT
ყატარი 2022 | თხუთმეტი ფინალისტი ცნობილია - მდგომარეობა შესარჩევში კონფედერაციების მიხედვით #1TVSPORT

მოახლოვდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის გადამწყვეტი მატჩების დრო. ჯერჯერობით, ცნობილია 15 ფინალისტი:

რა ხდება დარჩენილი 17 საგზურისთვის ბრძოლაში – ამისთვის უნდა გადავხედოთ კონფედერაციებში მდგომარეობას.

 

ევროპის ზონიდან 10 ფინალისტი ცნობილია – მათ ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს.

კიდევ სამი ფინალისტი გაირკვევა მარტის ბოლოს, როცა პლეი ოფი ახალი ფორმატით ჩატარდება: ეს იქნება სამი მინიტურნირი ნახევარფინალებითა და ფინალით. 12 გუნდი ექვს წყვილს შეადგენს. ნახევარფინალში მოგებულები ფინალში გავლენ. სამ ფინალურ წყვილში გამარჯვებულები ყატარის საგზურებს მიიღებენ.

24 მარტს, ექვსი ნახევარფინალიდან ოთხი გაიმართება. ცნობილი მოვლენების გამო, შოტლანდია-უკრაინა ივნისისთვის გადაიტანეს, ხოლო რუსეთი საერთოდ გააგდეს მსოფლიო ჩემპიონატიდან და პოლონეთი პირდაპირ გავიდა ფინალში.

1/2 ფინალი

უელსი-ავსტრია (24 მარტი)

შოტლანდია-უკრაინა (ივნისი)

1/2 ფინალი

პოლონეთი-რუსეთი (რუსეთის დისკვალიფიკაციის გამო, პოლონეთი გასულია პლეი ოფის ფინალში)

შვედეთი-ჩეხეთი (24 მარტი)

1/2 ფინალი

პორტუგალია-თურქეთი (24 მარტი)

იტალია-მაკედონია (24 მარტი)

ფინალები 29 მარტს გაიმართება.

 

სამხრეთ ამერიკის ზონაში ფინიშამდე ორი ტურია დარჩენილი, მაგრამ უკვე გარკვეულია მსოფლიოს ჩემპიონატის ორი მონაწილე – ბრაზილია და არგენტინა.

მსოფლიოზე ოთხი საუკეთესო გუნდი გაემგზავრება, მეხუთეადგილოსანი კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში ითამაშებს.

24 მარტი

ბრაზილია-ჩილე

კოლუმბია-ბოლივია

პარაგვაი-ეკვადორი

ურუგვაი-პერუ

არგენტინა-ვენესუელა

29 მარტი

ბოლივია-ბრაზილია

ჩილე-ურუგვაი

ეკვადორი-არგენტინა

ვენესუელა-კოლუმბია

პერუ-პარაგვაი

1. ბრაზილია 15 12 3 0 32-5 39
2. არგენტინა 15 10 5 0 23-7 35
3. ეკვადორი 16 7 4 5 25-15 25
4. ურუგვაი 16 6 4 6 19-22 22
5. პერუ 16 6 3 7 17-21 21
6. ჩილე 16 5 4 7 19-20 19
7. კოლუმბია 16 3 8 5 16-19 17
8. ბოლივია 16 4 3 9 23-35 15
9. პარაგვაი 16 2 7 7 9-23 13
10. ვენესუელა 16 3 1 12 14-30 10

 

აზიის კონფედერაციაში გრძელდება კვალიფიკაციის ფინალური ეტაპი. აქ არის ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი. თითო ჯგუფიდან პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ-ორი გუნდი გადის. ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულები ერთმანეთს შეხვდებიან ორმატჩიან დუელში და გამარჯვებული ითამაშებს საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში.

A ჯგუფიდან უკვე გასულები არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანი და სამხრეთ კორეა.

A ჯგუფი

24 მარტი

ს. კორეა-ირანი

ლიბანი-სირია

ერაყი-საამიროები

29 მარტი

ირანი-ლიბანი

საამიროები-ს. კორეა

სირია-ერაყი

1. ირანი 8 7 1 0 13-2 22
2. სამხ. კორეა 8 6 2 0 11-2 20
3. საემიროები 8 2 3 3 6-6 9
4. ლიბანი 8 1 3 4 5-8 6
5. ერაყი 8 0 5 3 4-11 5
6. სირია 8 0 2 6 5-15 2

B ჯგუფი

24 მარტი

ავსტრალია-იაპონია

ვიეტნამი-ომანი

ჩინეთი-ს. არაბეთი

29 მარტი

იაპონია-ვიეტნამი

ომანი-ჩინეთი

ს. არაბეთი-ავსტრალია

1. ს. არაბეთი 8 6 1 1 10-5 19
2. იაპონია 8 6 0 2 9-3 18
3. ავსტრალია 8 4 3 1 15- 6 15
4. ომანი 8 2 2 4 8-10 8
5. ჩინეთი 8 1 2 5 8-16 5
6. ვიეტნამი 8 1 0 7 17-Jul 3

 

კონკაკაფ-ში გადამწყვეტი რაუნდი მიმდინარეობს. ნათამაშებია 14-დან 11 ტური. პირველი სამი გუნდი პირდაპირ მოხვდება ყატარში, მეოთხეს კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში თამაში მოუწევს.

24 მარტი

იამაიკა-სალვადორი

პანამა-ჰონდურასი

მექსიკა-აშშ

კოსტა რიკა-კანადა

27 მარტი

კანადა-იამაიკა

სალვადორი-კოსტა რიკა

აშშ-პანამა

ჰონდურასი-მექსიკა

29 მარტი

პანამა-კანადა

იამაიკა-ჰონდურასი

მექსიკა-სალვადორი

კოსტა რიკა-აშშ

1. კანადა 11 7 4 0 19-5 25
2. აშშ 11 6 3 2 16-7 21
3. მექსიკა 11 6 3 2 14-8 21
4. პანამა 11 5 2 4 14-13 17
5. კოსტა რიკა 11 4 4 3 8-7 16
6. სალვადორი 11 2 3 6 6-13 9
7. იამაიკა 11 1 4 6 9-16 7
8. ჰონდურასი 11 0 3 8 5-22 3

 

აქ უკვე დასრულდა კვალიფიკაცის მესამე ეტაპი. ჯგუფებში გამარჯვებული 10 გუნდი მოხვდა გადამწყვეტ სტადიაზე.

ამ გუნდებმა შექმნეს ხუთი წყვილი. ორმატჩიანი დაპირისპირებების (25 და 29 მარტი) შემდეგ, წყვილებში გამარჯვებულები მოიპოვებენ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს.

ეგვიპტე-სენეგალი

კამერუნი-ალჟირი

განა-ნიგერია

კონგოს დ.რ.-მაროკო

მალი-ტუნისი

 

შესარჩევი ტურნირი მარტში დაიწყო და მას ყატარი მასპინძლობს. რვა გუნდი ორ ჯგუფად არის დაყოფილი. ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავა და მოგებულები ფინალში ითამაშებენ. გამარჯვებული საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში ითამაშებს.

A ჯგუფში ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, რადგან ორ გუნდში კორონავირუსმა იფეთქა. აქედან ერთ-ერთ ნაკრები – ვანუატუ საერთოდ მოიხსნა ტურნირიდან. სამი ქულით ჯგუფს სოლომონის კუნძულები ლიდერობს.

B ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ახალი ზელანდია ლიდერობს ექვსი ქულით. სამ-სამი ქულა აქვთ პაპუა ახალ გვინეასა და ფიჯის.

 

საკონტინენტთაშორისო პლეი ოფი

საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის მეშვეობით უნდა გაირკვეს ბოლო ორი საგზურის მფლობელი.

ერთ საგზურს გაითამაშებენკონკაკაფ-ის მეოთხე გუნდი და ოკეანეთის ზონის გამარჯვებული.

მეორე საგზურისთვის ითამაშებენ – სამხრეთ ამერიკის მეხუთეადგილოსანი და აზიის ზონის მესამეადგილოსნებს შორის გამარჯვებული